ტოკიო, 1989 წელი. რამოდენიმე წლის წინ საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრების მიმდევარი ლუსი, გაექცა რა ოჯახურ პრობლემებს, იაპონიაში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც თარჯიმნად მუშაობს. როცა ტოკიოს სრუტეში პოულობენ ქალის ხელს, გოგონა ხდება ეჭვმიტანილი მისი მეგობრის, ლილის განზრახ მკვლელობაში. დაკითხვაზე იგი პოლიციას უყვება: თუ როგორ გაიცნო ქუჩაში მომხიბვლელი ფოტოგრაფი თეიძი, როგორ გააცნეს მას მისი მეგობარი ლილი, რომელიც საერთოდ ანტიპოდი იყო მისი და თუ როგორ ვითარდებოდა მათი მეგობრობა..
ეს თრილერი გადაღებულია სიუზან ჯონსის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომელიც რაღაც პერიოდი იაპონიაში ცხოვრობდა, ამიტომ როგორც წიგნში, ასევე კინოში ამომავალი მზის ქვეყნის ანტურაჟი და კულტურა კარგადაა გადმოცემული.