რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ენცოს სარბოლო მემკვიდრეობის ექსპლორაცია

8 წლიანი პაუზის შემდეგ, (მისი ბოლო ნამუშევარი, კიბერ-ტრილერი “Blackhat” კრის ჰემსვორთის მონაწილეობით, გამოსული 2015 წელს) ლეგენდარული მაიკლ მანი, რეჟისორი ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორიცაა – “Heat”, “The Last of The Mohicans”, “Collateral”, “Manhunter”, “Thief”, “Ali” და ა.შ. უბრუნდება რეჟისორის სადავეებს და გვთავაზობს საინტერესო ბიოპიკს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან პერსონაზე სარბოლო ისტორიაში.

ადამ დრაივერს მეორედ ერგო ცნობილი იტალიელი ფიგურის განასახიერება. (პირველად, რიდლი სკოტის “House Of Gucci-ში”, რომელიც საბოლოოდ არც ისე კარგი გამოდგა, მაგრამ ამაზე რამე სხვა დროს). ადამის ბრწყინვალე შესრულება უდაოდ დამაჯერებელია. ამ როლში ის უპრობლემოდ განასახიერებს გატანჯულ ადამიანს, რომელიც ებრძვის როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ დილემებს. პროფესიულში მოიაზრება – რბოლისადმი მისი დაუოკებელი ვნება, რასაც სამწუხაროდ ემუქრება მისი ცხოვრებისეული მიღწევების დაჩრდილვა, ხოლო პირადში – საიდუმლო რომანში ჩახლართულობა, სადაც ენცო ორად იხლიჩება – დარჩეს ერთგული მისი ცოლისა თუ საყვარლის მიმართ.

სასიამოვნოა ის ფაქტიც რომ, მანმა აირჩია გადაეხვია ჩვეულებრივი ბიოგრაფიული ფორმატიდან (და არა უბრალოდ ვიკიპედიის გვერდის ზერელე ეკრანიზაცია) და შემოეთავაზებინა მაყურებლისთვის – პერსონაჟის შესწავლა, რომელშიც მენტალურად გამტყდარ ვარსკვლავს სურს დაიბრუნოს თავისი დამსხვრეული მემკვიდრეობა. ნარატივის გულში, რაც აერთიანებს ორ მთავარ პერსონაჟს – ენცო ფერარისა და მის ცოლს – ლაურას – მათი შვილის – დინოს დამანგრეველი დაკარგვაა, რაც ცხადია რეზონირებს პროტაგონისტების დაშლილ ქორწინებაში, არ ასვენებს არც მას და არც მის გაუცხოებულ ცოლს.

ფილმის დასასრულისკენ, აქცენტი დახვეწილად გადადის ადრენალინით სავსე რბოლის სამყაროდან ქორწინების ნგრევის მძაფრ დინამიკაზე. სარბოლო სეგმენტები ჩინებულად არის გაკეთებული, როგორც ჩანს, მანმა ჯერკიდევ იცის როგორ გადაიღოს მსგავსი მიმზიდველად დინამიური სცენები, სახიფათო გზები სავსე ავარიებით, არასწორი მოხვევებით და ა.შ. ზუსტად ეს სამანქანო სეგმენტები აკომპენსირებს ფილმის ოდნავ მდორე ტემპს მთელი ქრონომეტრის განმავლობაში, რათა შენარჩუნებულ იქნას ბალანსი პროფესიონალური ვნების ნათელ კონტრასტსა, დრაივერის პერსონაჟის და მისი მეუღლის ემოციურ არეულობას შორის, ნათამაშები პენელოპე კრუსის უხეში ინტენსივობით. დრაივერის და კრუსის ქიმია მშვენიერია, მაყურებლებს და მათ შორის მეც, ითრევს თავიანთ მშფოთვარე “მოგზაურობაში”.

რამდენადაც მოსალოდნელია, ფილმი ზოგჯერ გადადის ადვილად პროგნოზირებადი სარბოლო კლიშეების სამყაროში, რაც ცალსახად ჩრდილავს ნგრევადი ურთიერთობის უფრო დამაჯერებელ ნარატიულ “ძაფს”, გარდა ამისა ერთ-ორ მომენტში რამდენიმე ავარია ოდნავ უღიმღამო, დაუდევარი CGI-ით არის გაკეთებული, თუმცაღა ეს მინუსები მთლიან სურათს დიდად არ აფუჭებს, უბრალოდ ტოვებს ოდნავ იმედგამაცრუებელ შთაბეჭდილებას. ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ადამის და პენელოპეს იდეალური თამაში უზრუნველჰყოფს მაყურებლის ინვესტირებასა და ჩართულობას, მთელი 2 საათის განმავლობაში, რის გამოც მთლიანი ქრონომეტრი პირადად ჩემთვის ერთ ამოსუნთქვაში წავიდა, რაც ზოგადად იშვიათია ხოლმე მსგავს ბიოგრაფიულ ფილმებში.

დღის ბოლოს, “Ferrari”, ოდნავ სცილდება ტიპურ ბიოგრაფიულ კონვენციებს და სამაგიეროდ გვთავაზობს ადამიანთა საინტერესო ექპლორაციას, რომელიც ერთდროულად ებრძვის დანაკარგებს, ამბიციებსა და გარღვეულ ურთიერთობებს. მძაფრი სარბოლო სექციები, პერსონაჟთა რთული დინამიკა, ჩინებული სამსახიობო თამაში ტოვებს ხანგრძლივ შთაბეჭდილებასა და საინტერესო კინემატოგრაფიულ გამოცდილებას.

ფერარი (Ferrari)
რეჟისორი: მაიკლ მანი
აშშ 2023

ხანგრძლივობა: 2 საათი და 4 წუთი

Ferrari (2023) on IMDb
75/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
პრისცილა (Priscilla)

პრისცილა (Priscilla)

პრისცილა – სოფია კოპოლას ყველაზე მარტოსული პერსონაჟი მარტოობა და მარტოობით

შემდეგი
Bad Santa – Santa Confronts a Bully

Bad Santa – Santa Confronts a Bully

| ნაწყვეტი ტერი ცვიგოფის ფილმიდან - 'Bad Santa'

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share