,,ყვითელი ზღვის” და ,,მდევარის” სცენარისტის, სამხრეთ კორეელი რეჟისორის ჰონგ ვონ ჩენის ექშენ-თრილერი.
ინ ნამი, ყოფილი სპეც სამსახურის თანამშრომელი, ეხლა კი დაქირავებული მკვლელი, კლავს იაკუძას წევრს ტოკიოში, რომელიც მისდა საუბედუროდ ფანატიკოსი და ცნობილი სისხლისმსმელის ალალი ძმა აღმოჩნდება. შურისძიებით ჟინით შეპყრობილი რეი იწყებს დევნას და განადგურებას, ვინც კი რამენაირად დაკავშირებულია მისი ძმის მკვლელობასთან. ინის პრობლემებს ისიც ემატება, რომ იგი იგებს ცუდ ამბავს ბანგკოკიდან მისი ყოფილი ,,გერლფრენდის” შვილის, 9 წლის გოგონას მოტაცების შესახებ. იგი ბანგკოკში მიემგზავრება. მას კვალდაკვალ მიყვება რეიც.
სამხრეთ კორეის 2020 წლის მთავარი ჰიტი, კარგად დადგმული საბრძოლო და სროლის სცენებით, განუმეორებელი დრაივითა და დაუვიწყარი პერსონაჟებით.