fbpx
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მე ვნახე ეშმაკი (Akmareul boattda)

მინდორში დანაწევრებული გოგონას გვამს ნახულობენ. მოკლული პოლიციის ყოფილი შეფის ქალიშვილი აღმოჩნდება. მკვლელობა ადგილობრივი სერიული მკვლელის ხელწერას ჰგავს. გოგონა სპეციალური დანიშნულების აგენტს კიმ სუ-ჰიონის შეყვარებული იყო. იგი პოლიციის ბაზაში ყველა ეჭვმიტანილს ამოწმებს და სავარუდო დამნაშავეს მიაგნებს.

თუმცა სუ-ჰიონი არ ჩქარობს მანიაკი პოლიციის განყოფილებაში ჩააბაროს. მას თავისი გეგმა აქვს… კორეული გულისგამყინავი თრილერი ფსიქოპათისა და შურისძიების წყურვილით შეპყრობილი ადამიანის სამკვდრო- სასიცოცხლო დაპირისპირებაზე, სადაც რთულია განსაზღვრო-ვინ გაიმარჯვებს..? რადგან ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული არ არსებობს.

მე ვნახე ეშმაკი (Akmareul boattda)
რეჟისორი: კიმ ჯი-უნ
2010წ. (სამხრეთ კორეა)
I Saw the Devil (2010) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Prev
მეორე შანსის გარეშე (Une chance de trop)

მეორე შანსის გარეშე (Une chance de trop)

სერიალის ძირითადი ფაბულა აგებულია ქალის ირგვლივ, რომელსაც ქმარი მოუკლეს

Next
ბოში (Bosch)

ბოში (Bosch)

სერიალის პირველ სეზონში მაყურებლის თვალწინ რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ერთდროულად

You May Also Like
Total
0
Share