თქვენ გყავთ ნამდვილი, ერთგული მეგობრები? თუ გყავთ, რამდენად მზად არიან ისინი ყველაფერზე წასასვლელად თქვენი გულისთვის?
თუ თქვენი მეგობარი ჰარია, მშვიდად იყავით, არაფრის გეშინოდეთ. ჰარი იდეალურია ყველა ურთიერთობაში. იგი მომხიბვლელი და ძალიან მდიდარია. იგი მზრუნველი და საიმედოა. ყველაზე მთავარი კი ისაა, იგი არასდროს დაუშვებს, რომ თქვენს ცხოვრებას რამე უშლიდეს ხელს…
დომინიკ მოლის ალეგორიებით სავსე და საოცრად გამომხატველი ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც ანგრევს ჟანრის თითქოს გამზადებულ სიუჟეტურ კონსტრუქციას და ესეთი ისტორიებისთვის დამახასიათებელ შაბლონებს.