სერიალის ძირითადი ფაბულა აგებულია ქალის ირგვლივ, რომელსაც ქმარი მოუკლეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თავდამსხმელებმა მისი მცირეწლოვანი ბავშვი მოიტაცეს. სიტუაციის მთელი სირთულე იმაშია, რომ პოლიციას სურს მომხდარში დაზარალებული დაადანაშაულოს, რომელსაც რა თქმა არაფერი აქვს საერთო დანაშაულთან. ხედავს რა ძალოვანი სტრუქტურების უმოქმედობას, იგი გადაწყვიტავს თვითონ გამოიძიოს საქმე, რომელიც საკმაოდ რთული და ჩახლართული ჩანს, რადგან ამ ხნის მანძილზე დამნაშავეებმა მოახერხეს კვალის დაფარვა.
ექვსი სერიის განმავლობაში მაყურებელი ბევრ რამეს ნახავს: მოუხერხებელი პოლიციელების მუშაობას, ბავშვების მოტაცებას და ადამიანებით არაკანონიერ ვაჭრობას. და მთელი ამ ხნის განმავლობაში მას მთავარი გმირთან ერთად მოუწევს ყველა სიძნელის პირისპირ დგომა და გადალახვა.