კლოდს, 25 წლის ფსიქიურად შეშლილ გოგონას ბრალი ედება სერიულ მკვლელობაში. საბოლოო განაჩენის გამოსატანად მოსამართლეს სჭირდება ბრალდებულის შერაცხადობის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა. ამის გამოვლენის მიზნით, ფსიქიატრი კარლ ფორდი ჩადის კლოდის ქვეცნობიერის ბნელ ლაბირინთებში და მიჰყვება სისხლიანი გარჩევის მთელს სასიკვდილო გზას პარიზის მეტროპოლიტენში, რომელიც გოგონას მახსოვრობას კაშკაშა გაელვებების სახით შემორჩა.
არასტანდარტული სცენარისტული გადაწყვეტილებები და საოცრად დაძაბული სიუჟეტური ხაზი რენე მანზორის ფილმს თრილერების მოყვარულთა სიაში განსაკუთრებულ ადგილს მიანიჭებს, რომლის ფინალის გამოცნობა ძალიან რთული იქნება მაყურებლისათვის.