მოხერხებული გოგონა ეძებს გაუჩინარებულ დედას – ელექტრონული ფოსტის, სათვალთვალო კამერების და სმარტფონის დახმარებით.
ჯუნისთვის, რომელმაც ზრდასრულობას ეს ესაა მიაღწია, დედამისი ოჯახის ერთადერთი წევრია. მამა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაკარგა, ხოლო მოსალოდნელ მამინაცვალთან არც ისე ახლო ურთიერთობა აქვს.
როდესაც დედა სამოგზაუროდ მიდის კოლუმბიაში, ჯუნი მეგობრებთან ერთად აიწყვეტს და გონს მხოლოდ დედის დაბრუნების დღეს მოდის არეულ სახლში. აეროპორტში დახვედრა მისთვის სიტუაციიდან თავის დაძვრენის მშვენიერი საშუალებაა, მაგრამ ჯუნის გასაკვირად არც დედა, არც მისი მეგობარი კოლუმბიიდან რეისს არ ჩამოჰყვებიან.
გოგონა იწყებს დედის ძებნას მის ხელთ არსებული ყველა ტექნიკური მოწყობილობის თუ აპლიკაციის საშუალებით…
,,სქრინლაიფ-ჰორორის” სტილში გადაღებულმა 7 000 000$ ბიუჯეტიანია ფილმმა დღეისათვის უკვე 45 000 000$ შემოიტანა სალაროში. ,,დაკარგული”- თამამად შეიძლება
2018 წელს გადაღებული იგივე ჟანრის ფილმ ,,ძებნის” სიქველად ჩაითვალოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ახალგაზრდა უილ მერიკი, რომელიც ,,ძებნაში” ოპერატორის რანგში გახლდათ, აღნიშნულ ფილმში რეჟისორისა და სცენარისტის ამპლუაში წარსდგა. ორივე ფილმის პროდუსერი თემურ ბიკმამბეტოვია.