რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ელიზაბეთ ჰარვესთი (Elizabeth Harvest)

ელიზაბეთი ყოველთვის ოცნებობდა მოეხიბლა ვინმე ღირსეული, გონიერი ადამიანი და მასთან ერთად სადმე შორს გადაკარგულიყო. და აი ოცნება ახდა. გოგონა ცოლად მიჰყვება ბრწყინვალე მეცნიერს, ჰენრის, მასზე გაცილებით უფროსს, თუმცა ძალიან შეძლებულს. ახალდაქორწინებულები მიდიან ქმრის აგარაკზე. ჰენრი სახლს აცნობს და ეუბნება რომ ერთი ოთახის გარდა ყველაფერი მის განკარგულებაშია. მოსამსახურე ელიზაბეთს მოწიწებით ეპყრობა, მაგრამ იგი გრძნობს რომ რაღაც ისე არ არის, ამიტომ ქმრის არყოფნაში გადაწყვეტს გაარკვიოს საიდუმლო ოთახის ამბავი.

ვენესუელელი რეჟისორ-ესთეტის, სებასტიან გუტიერესის გამოცანებითა და თავსატეხებით სავსე ფილმი ზღაპრული ისტორიის- ,,ლურჯწვერას” თანამედროვე ინტერპრეტაციაა.

ელიზაბეთ ჰარვესთი (Elizabeth Harvest)
რეჟისორი:
სებასტიან გუტიერესი
2018წ. (აშშ)

ხანგრძლივობა: 1 საათი 45 წუთი

Elizabeth Harvest (2018) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
მოკეტე! (Tais-toi!)

მოკეტე! (Tais-toi!)

სანამ დააპატიმრებენ რუბი ასწრებს ნაძარცვი ფულის დამალვას, რომელიც მაფიას მოპარა

შემდეგი
უკიდურესი დაძაბულობა (Haute tension)

უკიდურესი დაძაბულობა (Haute tension)

ფილმი გვიყვება ორ გოგონაზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთ-ერთთან წასვლა, გამოცდის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share