კორეული ფანტასტიკა ფილოსოფიური კითხვებით სიცოცხლესა და სიკვდილზე.
დაზვერვის ყოფილი აგენტი, რომელიც განუკურნებელი დაავადებით არის ავად თანხმდება საიდუმლო ბუნკერში გადაიყვანოს პირველი კლონირებული ადამიანი, სანაცვლოდ იმისა, რომ თვითონ განიკურნება. გადაყვანის დროს ხდება თავდასხმა და გინ-ჰონს მოუწევს მარტო დაასრულოს მისია, რომლის შინაარსი დაფარულია და მას მოუწევს მისი თანდათან გარკვევა.
კითხვები სიცოცხლესა და სიკვდილზე ყოველთვის იყო და იქნება. არავის სურს სიკვდილი. მარადისობა სანატრელია. ისინიც კი ვინც სასიკვდილოდაა განწირული, ვერ ეგუება სიკვდილს. მაგრამ სიცოცხლე რის ფასად? ფილმში ამ კითხვების გარდა კიდევ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი აზრები დევს. სწორია კი ყველა გზა, რომელიც სიკვდილს აგვაშორებს, გამართლებულია კი ის მსხვერპლი, რასაც მარადისობისკენ სწრაფვას ვწირავთ..? დამაჯერებელია მთავარი გმირების ორგანული, ძალდაუტანებელი თამაში, რაც ფანტასტიკურ ჟანრს სხვა, უფრო ფილოსოფიური დრამის ელფერს აძლევს და ფილმს ეს ძალიან ადგება.