კრიმინალურ-ეთნიკური დრამა, სადაც უძველესი ხალხის ტრადიციები და ტრაგიკული ისტორიაა მოთხრობილი.
გუაჰიროს ნახევარკუნძულზე, სადაც კოლუმბიის და ვენესუელის საზღვარია, ცხოვრობს ,,ვაიოს” ხალხი, რომლებიც გუაჰიროზე (არავაკის ოჯახის ენა) ლაპარაკობენ. ერთადერთი ინდიელები, რომლებიც ევროპელებმა ვერ დაიპყრეს და 1890 წლამდე სრულიად დახურული, იზოლირებული საზოგადოება გახლდათ და რომლებსაც სოციუმის მოწყობის განსაკუთრებული მატრიარქატული საგვარეულო ფორმა ჰქონდათ. ეს უძველესი ტრადიციების ხალხია, სადაც წინაპრების კულტი, სულების და სიზმრების გავლენის უდიდესი რწმენაა.
ახალგაზრდა მამაკაც რაპაიეტს სურს ცოლად შეირთოს გოგონა სხვა გვარიდან, მაგრამ ამისთვის მას თხების ფარა, 20 ხარი და 5 რიტუალური სამკაული დასჭირდება გამოსასყიდის სახით. რადგან მას ამის საშუალება არა აქვს, იგი თავის მეტის-მეგობართან და მონათესავე გვართან იკვრება, რათა მარიხუანას ბიზნესი დაალაგოს. ორი გვარის ეკონომიურ ზრდას მათი აღზევება და საბოლოოდ დაცემა მოჰყვება.
იდეა, რომელიც სცენარს ფუნდამენტად დაედო ეკუთვნის ფილმის ერთ-ერთ რეჟისორ კრისტინა გალიეგოს, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა მოვლენებს ადგილი რომ ჰქონდა მეოცე საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს გუაჰაროში, როცა ,,ვაიოს” ხალხი ყავის ბიზნესს ჩამოშორდა და მარიხუანას გამოყვანა- რეალიზაციაზე გადაერთო.