სტივენ ფინგლტონის უწყვეტი კადრისა და დაძაბულობის კრიმინალური თრილერი.
ნარკოტიკებით მოვაჭრე ბადჯი გადაწყვეტს საქმიდან გავიდეს და მის მეგობართან ერთად ლეგალური ბიზნესი დაიწყოს. ამისათვის კი გარკვეული თანხაა საჭირო და იგი მიდის თავის ცხოვრების ყველაზე სარისკო საქმეზე. წინ ერთი დაძაბული ღამეა და მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებებს შეუძლია ბადჯი დასახულ მიზანს მიუახლოვოს…
სტივენ ფინგლტონის თრილერი ერთ ღამეში ხდება და კამერა მთავარ გმირს სულ რამოდენიმეჯერ შორდება, რათა მან სული მოითქვას. მსახიობის შესანიშნავი თამაში და ოპერატორული ნამუშევარი ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშე გვითრევს ფილმის ანტურაჟში და მთავარი გმირის განცდებში. ფილმი ერთგვარი ნაზავია სებასტიან შიპერის ,,Victoria” და გუსტავ მიოლერის ,,den skyldige”– სი, და ამ ფილმებიდან საუკეთესო აქვს აღებული- ინტრიგა, სასპენსი და მოქმედების უწყვეტობა.