დიალოგებს მოკლებული ორიგინალური ფილმი, სადაც მოქმედება უნგრეთის პატარა სოფელში ვითარდება.
ცხვრები მდელოზე ბალახს ძოვენ, ქალები სადილს ამზადებენ, სახლის ზღურბლზე კი მოხუცი ისვენებს, რომელიც გამუდმებით ასლოკინებს. სოფლის ცხოვრების ამ უწყინარი დინების ფონზე ხდება სრულიად აუხსნელი უბედური შემთხვევები, რომლებსაც ადგილობრივი პოლიციელი იძიებს. ბოლოში ყველაფერი გაირკვევა, მხოლოდ არა პოლიციელის, არმედ მაყურებლის მიერ…
თუ თქვენ განსხვავებული და არა ჩვეულებრივი კინო გაინტერესებთ, ეს ფილმი თქვენთვისაა: მიუხედავად სტილის ერთგვარი ,,პროვინიციალურობისა”, იგი იმდენად ეფექტური და განსხვავებულია, რთულია მოძებნოთ მსგავსი კინოს ისტორიაში.