ლუსი (Luz) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გერმანული უჩვეულო თხრობის მისტიური თრილერი დემონურ ძალებზე.

Julia Riedler and Jan Bluthardt in Luz

ავტოკატასტროფაში მოყოლილი გოგონა პოლიციის განყოფილებაში თავისი ფეხით მიდის. ლუსი ჩილელი ემიგრანტია, რომელიც გერმანიაში ტაქსისტად მუშაობს. იგი გერმანულად ცუდად საუბრობს და უჭირს მომხდარის ლოგიკურად ახსნა. განყოფილების მორიგეობაში მყოფი ორი დეტექტივი არკვევს რა შეემთხვა მას. რადგან ლუსი გაურკვევლად ლაპარაკობს, დეტექტივები საქმეში ფსიქოლოგს რთავენ, რომელიც ჰიპნოზის მეშვეობით ცდილობს სიმართლის აღდგენას…

Nadja Stübiger in Luz

ფილმი წარმოდგენილი იყო ბერლინის კინოფესტივალზე, სექცია ,,პერსპექტიულ გერმანულ კინოში”. ტილმან სინგერის თქმით, მისი ფილმი 80-იანი წლების ჰორორ-ფილმების ესთეტიკითაა ნაკარნახევი. მასში წარმოდგენილი ჰიპნოზურ-მისტიური ატმოსფერო უჩვეულო და ამასთანავე საშიშია, რომელსაც რეჟისორი ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშე, მსახიობების თამაშის ხარჯზე აღწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს ოპერატორის შესანიშნავი ნამუშევარი და ფირის ფაქტურა-ფერებიც, რომელსაც არტ-კინოსთვის დამახასიათებელი ანტურაჟი შემოაქვს თხრობაში.

https://www.youtube.com/watch?v=aVOKQQ68NjM

ლუსი (Luz)
რეჟისორი: ტილმან სინგერი
2018წ. (გერმანია)

Total
0
Shares
წინა
Permanent Vacation – Earl Bostic – Up There In Orbit

Permanent Vacation – Earl Bostic – Up There In Orbit

| ნაწყვეტი ჯიმ ჯარმუშის 1980 წლის ფილმიდან 'Permanent Vacation'

შემდეგი
სტუმრები (Gæsterne)

სტუმრები (Gæsterne)

| შოკური სოციალური სატირა დანიელი რეჟისორისაგან საშინელებათა ფილმის ელემენტებით

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share