ველური ბატების ტბა (Nanfang chezhan de juhui) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ველური ბატების ტბა (Nanfang chezhan de juhui)

ჩინელი რეჟისორის დიაო ინიანის ბრწყინვალედ დადგმული კრიმინალური დრამა ნუარის ელემენტებით.

ჩჟოუ ცზენუნი – პატარა კრიმინალური დაჯგუფების მეთაურია, რომელიც სკუტერების მოპარვაზე სპეციალიზირდება. სამუშაო ტერიტორიების გაყოფის დროს სხვა ბანდასთან დაპირისპირების შემდეგ, ისინი იღებენ წინადადებას: ვინც უფრო მეტ მოტოს მოიპარავს ერთი საღამოს განმავლობაში, ის რჩება პრიორიტეტულ უბანში მთავარ ძალად. რა თქმა უნდა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მთავარ გმირს აწყობს და ცზენუნი აღმოჩნდება რთულ სიტუაციაში: მას მთელი ქვეყნის სამართალდამცავები ეძებენ, მის ჩაბარებაზე პოლიციის განყოფილებაში კი საკმაოდ მოზრდილ თანხას აცხადებენ ჯილდოდ.

ვიზუალურად ფილმი იმდენად უნიკალური და სრულყოფილია, ძნელია იგი რომელიმე სხვას შეადარო. კადრები სავსეა ღამის ნეონებით, ვიწრო ქუჩების კოლორიტით და მიწისქვეშეთით, რაც საოცარ ატმოსფეროს ქმნის მთელი ფილმის განმავლობაში. თუმცა არც დღის კადრებია ნაკლებად შთამბეჭდავი, რაც ოპერატორის მიერ გაწეულ კოლოსალურ სამუშაოზე მეტყველებს. ფილმში ექშენის და დიალოგების სცენების უცნაური ბალანსია. ისინი აქა-იქ ქაოტურადაა მიმობნეული. მთავარი გმირები რაღაცით მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს, არაამქვეყნიურები და ნაკლებად ემოციურები, მაგრამ ეს კინოს ატმოსფეროში კიდევ უფრო მეტად ჯდება და მის ვიზუალს ხაზს უფრო მეტად უსვამს.

ველური ბატების ტბა (Nanfang chezhan de juhui)
რეჟისორი: დიაო ინიანი
2019წ. (ჩინეთი)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
დამნაშავე (Guilt)

დამნაშავე (Guilt)

კრიმინალური კომედია, თუ როგორ უწევთ განსხვავებული სოციალური მდგომარეობის და

შემდეგი
იელოუსთოუნი (Yellowstone)

იელოუსთოუნი (Yellowstone)

ნეოვესტერნი კევინ ქოსთნერის მონაწილეობით

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share