მელანქოლიური და თბილი ფერებით განსმჭვალული დანიური დრამა.
კოპენჰაგენის ქუჩაში სრულიად შემთხვევით ორი მარტოსული ერთმანეთს ხვდება. იდა და სანდერი, ეს ორი უცნაური ახალგაზრდა ერთმანეთში თავის თავს პოულობს. ისინი გადაწყვეტენ ამიერიდან სულ ერთად იყვნენ და დარჩენილი დრო ერთმანეთს დაუთმონ.
როდესაც იდა მოულოდნელად იკარგება, სანდერი მთავარი ეჭვმიტანილი აღმოჩნდება. იდას პირქუშ მამას და ძმას სანდერი დაკეტილ სახლში მიჰყავთ და დაკითხვას უწყობენ. სანდერს მოუწევს წარსულში დაბრუნება, მისი და იდას ურთიერთობის ფრაგმენტების შეკოწიწება, რათა იდას გაუჩინარების საიდუმლოს ნათელი მოჰფინოს.
ფილმის თხრობა მთავარი გმირის მოგონებებს მიჰყვება. თვითონ ქალაქის, კოპენჰაგენის შთამბეჭდავ კადრებს რეჟისორი მხოლოდ ერთხელ გვანახებს, დანარჩენ დროს კამერა ან ორი ადამიანის ურთიერთობას, მათ ემოციებს აღბეჭდავს ან მთავარი გმირის დაკითხვის სცენებს უთმობს. კადრს მიღმა ერთ-ერთი გმირის ხმა, რომელიც კომენტარებს უკეთებს მომხდარს, ერთგვარ მელანქოლიურობას მატებს საოცარი ფერის კადრებს, რომლის გამა გამორჩეულ და თბილ ატმოსფერის ქმნის ფილმში. ფილმის სცენარისტი ესქილ ვოგტია, რომლის სცენარით გადაღებული ,,ყველაზე ცუდი ადამიანი სამყაროში” 2022 წლის ოსკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.