რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

კლოვეჰიჩის მკვლელი (The Clovehitch Killer)

დუნქან სქაილზის თრილერი-დრამა, სადაც მკვლელზე უფრო საშიში და შემაშფოთებელი სოციალური წნეხის ტყვეობაში მყოფი ადამიანების რთული არჩევანია.

ამერიკის პატარა რელიგიური ქალაქი. წლების წინ აქ რამოდენიმე სერიული მკვლელობა მოხდა და ქალაქის მაცხოვრებლებიც ყოვლ წელს იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ მკვლელობის მსხვერპლებს. ტაილერი მორიდებული მოზარდია, რომელსაც მოსიყვარულე მშობლები და პატარა და ჰყავს. მისი იდილია ირღვევა მას შემდეგ, როდესაც პაემანზე გოგო მის მანქანაში(უფრო სწორედ მამის მანქანაში) პორნო ჟურნალიდან ამონაგლეჯ ფურცელს აღმოაჩენს. ქალაქში ელვის სისწრაფით ვრცელდება მითქმა-მოთქმა მის სექსუალურ გადახრებზე, რაც მეგობრებთან ურთიერთობასაც კი დარტყმის ქვეშ აყენებს. ტაილერი ცდილობს დაარწმუნოს სხვები, რომ იგი ნორმალურია და ჟურნალის ნაგლეჯი მას არ ეკუთვნის. ამ მცდელობისას იგი შემთხვევით თავზარდამცემ საიდუმლოს აღმოაჩენს…

ფილმი ნაწილობრივ დაფუძნებულია რეალური სერიული მკვლელის ,,BTK” -ს(bind, torture, kill ) ისტორიაზე, რომელიც 1974 წლიდან 1994 წლამდე მოქმედებდა და დანაშაულის ადგილზე თოკის კვანძებს ტოვებდა.

კლოვეჰიჩის მკვლელი (The Clovehitch Killer)
რეჟისორი: დუნქან სქაილზი
2018წ. (აშშ)
The Clovehitch Killer (2018) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
და თქვენთან რომელი საათია? (Ni na bian ji dian)

და თქვენთან რომელი საათია? (Ni na bian ji dian)

უცნაური კინო უცნაურ ადამიანებზე… მაჯის საათების გამყიდველი იმის შემდეგ,

შემდეგი
პატარა ცული (Small Axe)

პატარა ცული (Small Axe)

სერიალი რასიზმის წინააღმდეგ, დაყრდნობილი რეალურ ამბებზე, ,,მონობის 12

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share