როდესაც ოჯახი დასასვენებლად ტროპიკულ კუნძულზე მიემგზავრება, სასტუმროს მმართველი მათ კლდეებით იზოლირებულ პლაჟს მიასწავლის, სადაც მყუდროდ და სასიამოვნოდ შეიძლება მთელი დღის გატარება. პლაჟზე მოხვედრილები ხვდებიან, რომ აქ ყველაფერი რაღაც სხვანაირად ხდება და რომ აქ გატარებული საათი შეიძლება მთელ ცხოვრებას უდრიდეს…
ნაით შაიმალანმა ღირსეული დაბრუნებისათვის მის საყვარელ ჟანრს – ფანტასტიკურ თრილერს მიმართა. ფილმის იდეა ძალიან საინტერესო და უჩვეულო აღმოჩნდა, ხოლო მის განხორციელებას რეჟისორის მიერ შერჩეულმა ვარსკვლავურმა ქასთმა თავი შესანიშნავად გაართვა და შედეგმაც არ დააყოვნა: პირველი კლასის თრილერი გამოუცნობი ფინალით ბოლომდე დაძაბულობაში გვამყოფებს მაყურებელს და ემოციურობით რეჟისორის პირველ ნამუშევრებს მოგვაგონებს.