შავი კომედია, მძაფრი ექშენი, გულისამაჩუყებელი დრამა- გასაოცარი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ჟანრების ერთ ფილმში მოქცევა და საოცრად დაბალანსება. ანდერს თომას იენსენთან ეს ყველაფერი მუშაობს და ერთმანეთს ხელს საერთოდ არ უშლის.
მათემატიკოსს და სოციოლოგს ოტოს სამსახურიდან ათავისუფლებენ. მეტროში იგი დედა-შვილს უთმობს ადგილს, რის შემდგომ კატასტროფა ხდება და მატარებელში ხალხი იხოცება, ოტო კი სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩება. ხელისუფლება უბედურ შემთხვევას განიხილავს, მაგრამ ოტო დარწმუნებულია, რომ კატასტროფა გამიზნულად მოაწყვეს. იგი თავის მეგობრებთან ერთად ცდილობს გაარკვიოს ვინ დგას ამის უკან. ისინი ინფორმაციის არაკანონიერი გზით მოპოვების სპეციალისტები არიან, მაგრამ მათ ჭირდებათ ადამიანი, ვინც შეძლებს შური იძიოს დამნაშავეებზე. და ისინი მას პოულობენ კატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლის მეუღლის სახით…
დანიელ რეჟისორს აქვს განუმეორებელი ტალანტი თავისებურად მოჰყვეს ისტორია, სადაც ჟანრები ესე დინამიურად გადადის ერთმანეთში. ეს მისი და მსახიობ მედს მიკელსენის ერთობლივი მეხუთე პროექტია.