რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სტუმრები (Gæsterne)

შოკური სოციალური სატირა დანიელი რეჟისორისაგან საშინელებათა ფილმის ელემენტებით.

Fedja van Huêt and Morten Burian in ‘Gæsterne’

ოჯახური წყვილი დანიიდან თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად დასასვენებლად იტალიაში იმყოფება, სადაც გაიცნობს ასევე დასასვენებლად მყოფ ოჯახს ჰოლანდიიდან. ჰოლანდიელების წყვილსაც მათი მცირელწლოვანი ბიჭი ახლავს თან, რომელსაც ლაპარაკი არ შეუძლია. სახლში დაბრუნებიდან სულ მოკლე დროში დანიელები მოულოდნელ მოწვევას იღებენ ახალი ნაცნობებისგან, რომლებიც ეპატიჟებიან მათ ტყეში ჩაფლულ სახლში უიქენდის გასატარებლად. ბიორნი და ლუიზა ორჭოფობენ ამ მიწვევის გამო, მათ ხომ ახალ ნაცნობებთან მოკლე ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა საბოლოოდ მაინც თანხმდებიან და სტუმრად მიდიან…

Sidsel Siem Koch in ‘Gæsterne’

ფილმის იდეა სცენარისტს და რეჟისორს კრისტიან ტაფდრუპს მაშინ მოუვიდა, როცა მეუღლესთან ერთად დასასვენებლად მყოფმა ანალოგიური მოწვევა მიიღო ჰოლანდიელი ახალგაცნობილი წყვილისგან. მისი ფილმის პერსონაჟებისგან განსხვავებით იგი არ დათანხმდა ამ მოწვევას ფაქტიურად უცხო ადამიანებისგან , თუმცა იდეა კი დაებადა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო თანხმობის შემთხვევაში.

ფილმის მსვლელობისას, ბურჟუაზიულ ცხოვრების თავისებურებებისა და ცივილური ქცევების საზღვრების შესწავლა ევროპული კინოსთვის დამახასაიათებელი ნეიტრალურობიდან ნელ-ნელა სხვაგვარ ელფერს იძენს, მძიმდება, მძიმდება და საბოლოოდ ზიზღნარევი უიმედობის შეგრძნებას გვიტოვებს. მიხაილ ჰანეკეს ,,მხიარული თამაშების” მსგავსად მასაც შოკური თერაპიის ეფექტი აქვს და მისი ყურების შემდეგ ეს შეგრძნება დიდხანს არ გადის, თითქოს წარმოქმნილი უიმედობა და სიცარიელე სადღაც ჩვენში ისადგურებს და რჩება.

სტუმრები Gæsterne
რეჟისორი: კრისტიან ტაფდრუპი
2022წ. (დანია)

ხანგრძლივობა: 1 საათი, 37 წუთი

Speak No Evil (2022) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ლუსი (Luz)

ლუსი (Luz)

| გერმანული უჩვეულო თხრობის მისტიური თრილერი დემონურ ძალებზე

შემდეგი
რეპტილია (Reptile)

რეპტილია (Reptile)

| გრანტ სინგერის სადებიუტო ატმოსფერული თრილერი ჩახლართული სიუჟეტით

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share