რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

დამელაპარაკე (Talk To Me)

გაათავისუფლეთ სულები, შეხედეთ ჩრდილებს: ზებუნებრივი მღელვარება ავსტრალიელებისგან.

ავსტრალია არც ისეთი უცნობი ქვეყანაა ჰორორ ფილმებში, გამოირჩევა მთელი რიგი უცნაური, საინტერესო და ამავედროს სასტიკი ფილმებითაც. აღნიშვნას იმსახურებს Wolf Creek-ის ფრენჩაიზი (ორი ფილმი, სერიალი, მესამე ნაწილი მზადებაშია), The Babadook (2014), Next Of Kin (1982), Undead (2003), The Loved Ones (2009), Lake Mungo (2008) და Rogue (2007) სხვა დანარჩენთან ერთად. 2022 წლის Talk To Me კი ავსტრალიელი ძმების – დენი და მაიკლ ფილიპუს სადებიუტო ნამუშევარია. ფილმი ეხება მკვეთრად ეხება უკვე მრავალჯერ თქმული და ნანახი – ზებუნებრივის თემატიკაზე, მაგრამ ცდილობენ საინტერესოდ შეფუთონ და გათვალონ Gen Z-სა და ტიკ-ტოკის თაობაზე, კერძოდ კი ზუმერებზე. სიუჟეტი მარტივია: ზუმერები (ახალგაზრდა თინეიჯერები) ხსნიან ახლახანს აღმოაჩინეს პარანორმალური რიტუალები და გართობის მიზნით იწყებენ სულების გამოძახებას, რათა უფრო პოპულარული გახადონ თავიანთი კონტენტი იგივე ზემოაღნიშნულ ტიკ-ტოკზე ან რამე სხვა პლათფორმაზე.

Joe Bird in ‘Talk to Me’

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ფილმი გვთავაზობს თავისებურ ხედვას კინოგადაღების მომავალზე და გვეუბნება, რომ ასეთ ჩხირკედელაობას კარგი არაფერი არ მოაქვს. ტიკ-ტოკი უფრო საშინელი, ვიდრე დემონები , ნარკოტიკები ან უბრალოდ ნარკოდამოკიდებული დემონები. მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და, ავსტრალიელ YouTube რეჟისორებს, მართლაც ძალიან ცოცხალი ჰორორ დებიუტი გამოუვიდათ, რომელიც A24-ის კომპანიის პატრონაჟით ორიგინალურად გამოიყურება.

მთავარი ე.წ. Plot device რაც უშუალოდ ფიგურირებს ფილმში – ბორბლებს შორის მოქცეული მკვდარი კენგურუა, აღებული როგორც ბრალიანობის სიმბოლო, რაც ვფიქრობ – კარგი მიგნებაა. ეს სიბრალულის გრძნობა კი უფრო ღრმავდება ფილმის განმავლობაში და საიქიოს მყოფი ბოროტი დემონები მალევე ხვდებიან რომ, მია (მთავარი გმირი, ნათამაშები სოფი ვაილდის მიერ) ადვილი მსხვერპლია “დასაპყრობად” და მისი მეშვეობით მოკვდავთა სამყაროში შემოღწევა დიდი სირთულე არ იქნება. კონცეპტი საკმაოდ მარტივია, სიუჟეტი ძალიან არ ცდილობს ძალიან ჩაუღრმავდეს ან ჩაახუჭუჭოს ამ თემას, მიუხედავად იმისა რო სპირიტუალისტური სუბჟანრი მილიონჯერ არის გადაღეჭილი ჰორორ/ტრილერებში. როგორც მაგალითად – წინა წლის არგენტინული When Evil Lurks ოპერირებს მსგავს თემატიკაზე კარგად ნაცნობი “show don’t tell” ფორმულით, Talk To Me-ც იგივეს შვრება.

მიუხედავად მარტივი სიუჟეტისა, ფილმი გამოირჩევა საშიში, მომნუსხველი ატმოსფეროთი და ე.წ. მჩაგვრელი უიმედობის განცდით. (აქა-იქ კარგად “დადგმული” jumpscare-ბით) სისხლი, ბრუტალური მომენტები ცოტაა, თუმცა კარგად გაკეთებული, ზომიერება დაცულია – არც ძაან ზედმეტია რომ თვალში მოხვდეს აუდიტორიას და არც ძაან ცოტა, რომ დანაკლისი არ იგრძნონ. ავღნიშნავდი ასევე ცოცხალ ტემპს, რის გამოც ისედაც მოკლე საათნახევრიანი ქრონომეტრაჟი თითქმის ერთ ამოსუნთქვაში მიდის. მიზეზი მარტივია – კინო არც ცდილობს ძაან ჩაებღაუჭოს პერსონაჟებს, მათ ისტორიებს და სამაგიეროდ უფრო ღრმად ვეფლობით მთავარი გმირის შიზოფრენიაში.

ვაიბების (ან პარალელების) თვალსაზრისით, Talk To Me-ს დავაყენებდი არი ასტერის ცნობილ Hereditary (2018)-სთან, როგორც თანამედროვე ასევე კლასიკურ Evil Dead-ის ფრენჩაიზთან და ცოტათი აგრეთვე ცნობილ Hellraiser-ის ფილმების სერიასთან. (კერამიკული ხელის დანახვისას, რომელიც აგრეთვე დიდ როლს თამაშობს ამ არეულობის გამოწვევაში, რთულია არ გაგვახსენდეს ცნობილი კუბი, რაც აქტიურად ფიგურირებს Hellraiser-ის სერიებში, როგორც პორტალი – ჯოჯოხეთში) სხვა მხრივ, კიდევ დავსძენდი რომ, აღნიშნული ჰორორი თამამად შეიძლება ყოფილიყო იგივე კლაივ ბარკერის (Hellraiser-ის შემქმნელი) Books Of Blood-ის ისტორიების ან 90-იანების დროს პოპულარული ძველი სერიალის Tales From The Crypt-ის ცალკემყოფი ამბავი.

საბოლოო ჯამში, Talk To Me, ახლად აღმოცენებული საშინელებათა სუბჟანრის Elevated Horror-ის (რომელშიც დიდი წვლილი კომპანია A24-ს მიუძღვის) ფონზე კრეატიულად გამოიყურება და ვფიქრობ ავსტრალიელ ძმებს აქვთ რაღაც პოტენციალი, რომ ეს იდეა ცოტათი უფრო განავითარონ. და მართლაც, ფილმმა იმხელა წარმატება ჰპოვა აღნიშნული ჟანრის მაყურებელში რომ, უკვე მეორე და მესამე ნაწილზე მიდის საუბარი. მართალია ზებუნებრივ/პარანორმალურის თემატიკაზე კინოსურათი ახალს არაფერს ამბობს, თუმცაღა როგორც მცდელობა- საინტერესო სანახავია და იმსახურებს საათნახევრის დათმობას.

დამელაპარაკე (Talk To Me)
რეჟისორი: დენი და მაიკლ ფილიპუ

ხანგრძლივობა: 1 საათი და 35 წუთი

70/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
Kali Uchis – Tu Corazón Es Mío / Diosa

Kali Uchis – Tu Corazón Es Mío / Diosa

| Album: Orquídeas

შემდეგი
მეფუტკრე (The Beekeeper)

მეფუტკრე (The Beekeeper)

| შეუპოვარი ჯეისონ სტეტჰემი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share