რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ამერიკული ვარსკვლავი (American Star)

დაქირავებული მკვლელის უკანასკნელი ცეკვა ბედისწერასთან – ფუერტავენტურაში

“ცხოვრება დამავიწყდა” – ასე ჰქვია ხულიო იგლესიასის სიმღერას ადამიანზე, რომელმაც აღარ იცის რას გრძნობს. ამ კომპოზიციას კი, ფილმის მთავარი გმირი – უინსტონი უსმენს თავის მანქანაში; ხანშიშესული ქილერი, რომელსაც ბოლო დავალების შესრულება აქვს დასახული მიზნად, კერძოდ კი ფუერტავენტურას გარეუბნებში. სამწუხაროდ სამიზნე ქილერს ადგილზე არ ხვდება და სანამ სამიზნეზე ახალ ინფორმაციას შეიტყობს დამკვეთისგან, მანამდე უინსტონი გადაწყვეტს გაისეირნოს ამ გარეუბანში და დატკბეს მისი სილამაზით. პროცესში, მთავარი გმირი მოჯადოებული ხდება ფუერტავენტურას მშვენიერებით, იძირება ამ მედიტატიურ ატმოსფეროში, უფიქრდება საკუთარ განვლილ ცხოვრებას და გაშვებულ შესაძლებლობებს.

American Star, “დაქირავებული მკვლელის ქვეჟანრში” ცდილობს გამორჩევას თავისი მინიმალისტური, მედიტატიური და ე.წ. slow burn მიდგომით და მაყურებელს უფრო პერსონაჟის შესწავლას სთავაზობს, ვიდრე თავბრუდამხვევ ექშენს, ტყვიების წვიმასა და დაუნდობელ სისასტიკეს. ფილმი ცდილობს ჩაუღრმავდეს მშვიდი, გაწონასწორებული უილსონის ეგზისტენციალურ ფიქრებს, სანამ ეს უკანასკნელი ახალ ინფორმაციას ელოდება მიმდინარე დავალებაზე. ფუერტავენტურაში ხეტიალისას, უილსონი ადგილობრივებს ხვდება, მცირედ სოციალიზაციასაც მიმართავს; ერთგვარი შეჯახება პროფესიულ ვალდებულებებსა და პირად კავშირებს შორის, რაც ხაზს უსვამს შინაგან კონფლიქტს, რომელიც განსაზღრავს პერსონაჟს. პერიოდულად (კერძოდ მეორე ნახევარში და ფინალისკენ) ფილმში ვხვდებით დიდ გემს – უფუნქციო, გაჩერებული, სრულიად დაცლილი, ჟანგიანი, ნებისმიერ წამს რომ შეიძლება ჩამოინგრეს, მაგრამ მაინც ამაყად დგას ზღვაში. რა უცნაური დამთხვევაც არ უნდა იყოს, ამ გემსაც, როგორც ფილმს – American Star ჰქვია, რომლის ისტორიას კიდევ ერთი ახალ გაცნობილი პერსონაჟი – გლორია უყვება უილსონს. შესაბამისად ჟანგიანი გემი საინტერესო სიმბოლოა დროის წარმავლობაზე და კარგად რეზონირებს მთავარ პერსონაჟთან; სურვილი იმისა, რომ აკეთოს ის რაც თავის დროს ვერ მოასწრო ან ვერ მოახერხა.

სიუჟეტი American Star-ში როგორც ასეთი, თითქმის არ არსებობს და ძალიან მცირეა; ვხვდებით მხოლოდ რამდენიმე პერსონაჟს, მათ შორის ვინმე რაიანს, რომელის მეთვალყურეობის ფუნქციას ასრულებს, რათა დარწმუნდეს რომ უილსონი დავალებას პირნათლად შეასრულებს და მუდმივად გვახსენებს ჩვენ, მაყურებელს რომ მთავარი გმირი კონკრეტული მიზნით არის აქ და არა დროის უაზროდ დასაკარგად. რაიანის გარდა, ჩვენ ასევე ვეცნობით პატარა ბიჭს – მაქსს, რომელიც ცდილობს დაუმეგობრდეს უილსონს და დროებით გაექცეს თავის ზედმეტად ყურადღებიან მშობლებს. გლორია, კიდევ ერთი პერსონაჟია ამ ისტორიაში, მალევე უახლოვდება უილსონს და მისი პიროვნება ამ ამბავში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კერძოდ კი მესამე ნახევრისკენ.

American Star-ის მსგავსი ფილმების გახსენება ცოტათი რთულია, მაგრამ პირადად მე Equalizer 3-ს შევადარებდი, სადაც ასევე პენსიაზე გასული რობერტ მაკკოლი (ნათამაშები დენზელ ვაშინგტონის მიერ) თავს იტალიას აფარებს და უდარდელად სეირნობს ვენეციის ქუჩებში, თუმცაღა ზემო აღნიშნული ფილმისგან განსხვავებით, Equalizer-ში მსგავსი სტილის თხრობა და ზანტი ტემპი მალევე კომპენსირდება დაძაბული ექშენითა და მძაფრი მომენტებით, როგორც ანტუან ფუკუას სჩვევია. ფილმში არსებულ გემის ნამსხვრევებზე შეიძლება გავიხსენოთ ასევე დიდი ცნობილი გემი ვერნერ ჰერცოგის დაუვიწყარი – Fitzcarraldo-დან. რეჟისორი American Star-ისა, გონსალო ლოპეს-გალეგო ნამუშევრების მცირე კატალოგით გამოირჩევა, რომლიდანაც ცნობილი უმეტესად Apollo 18-ია. (საშინელებათა ფილმი sci-fi თემატიკაზე)

მთლიანობაში American Star – საინტერესო, მედიტატიური, ლეთარგიული სანახაობაა, მინიმალისტური თხრობის სტილით და ფუერტავენტურას საოცარი თვალწარმტაცი პეიზაჟებით. სამწუხაროდ სულ ეს არის რაც ფილმს შეუძლია შემოგვთავაზოს; მცირე სიუჟეტისდა მიუხედავად, მაინც რჩება რაღაც გაუგებრობა, კითხვები, განსაკუთრებით უცნაური ფინალის შემდეგ. ლამაზი ოპერატურა კარგია, მაგრამ თითქოს ფილმი მალევე იკარგება თავის თავში და აღარ იცის საითკენ წავიდეს. აი იან მაკშეინის გამოჩენა კი ყოველთვის სახალისოა, თან მთავარ როლში; ასევე არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი რომ, მსახიობი 81 წლისაა და ჯერ კიდევ ახერხებს მშვენივრად ითამაშოს ნებისმიერ ფილმში. “ამერიკული ვარსკვლავის” რეკომენდაცია ოდნავ ძნელია; ექშენისა და “ბოევიკების” მოყვარულები სავარაუდოდ მეათე წუთზე უკვე გამორთავენ, ხოლო ისინი ვინც მსგავსი ნელი, მინიმალისტური თხრობით ტკბებიან და მთავარი გმირივით იძირებიან სურათში – მარტივად მისცემენ შანსს კინოს და ყოველი წამით ისიამოვნებენ.

ამერიკული ვარსკვლავი (American Star)
რეჟისორი: გონსალო ლოპეს-გალეგო (Gonzalo López-Gallego)

ხანგრძლივობა: 1 საათი და 47 წუთი

65/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
წინა
ჩვენ ყველა უცხონი (All of Us Strangers)

ჩვენ ყველა უცხონი (All of Us Strangers)

| ქვიარ სიყვარული და დაბრუნება გარდაცვლილ მშობლებთან - ენდრიუ ჰაის

შემდეგი
მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)

მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)

| ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 2005 წლის ფილმის სასიამოვნოდ განსხვავებული და

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share