მიტჩი, ფრენკი და ბერნი ოცდაათს უკვე გადაცილებულები არიან, დიდი ხანია უწევთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა: დაქორწინება, ოჯახის შექმნა, მუშაობის დაწყება. მაგრამ მათში ბავშვობა მაინც არ წყვეტს არსებობას და მოსვენებას არ აძლევს…
ისინი გადაწყვიტავენ ღირსეული პატივი მიაგონ კოლეჯში გატარებულ წლებს და გაიხსენონ პერიოდი, როცა მათი სახელი და დიდება მთელს სასწავლებელში ქუხდა. ისინი ქირაობენ სახლს კოლეჯთან ახლოს და მასში სტუდენტურ ,,საძმოს” აწყობენ…
სამი სხვადასხვა სტილის ნიჭიერი მსახიობი (ლიუკ უილსონი, ვინს ვონი, უილ ფარელი) ტოდ ფილიფსის გასართობ ფილმში, შუახნის კრიზისზე და მასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე.