დიუშეინი და სალლი – აფროინგლისელი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც ლონდონის ქუჩებში ნარკოტიკებით ვაჭრობენ. საქმე კარგად მიდის, სანამ ადგილობრივი გადამგდები ქამალი ნარკობარონის კუთვნილ პარტიას არ მოიტაცებს და მეგობრებს ამის გამო დავალიანება არ გაუჩნდებათ ბოსის მიმართ. დიუშეინს უნდა, რომ კრიზისი მის სასარგებლოდ გამოიყენოს და ორგანიზაციაში საფეხურით მაღლა აიწიოს, თუმცა ამის მიღწევა მორალურ ღირებულებებზე საბოლოოდ უარის თქმას ნიშნავს.
პარალელურად რა ნელლი, პატარა ბიჭუნა, რომლის დედა სერიოზული ფსიქიური აშლილობით იტანჯება, ცდილობს ნარკობიზნესში მოხვედრას და ბანდაში გაწევრიანებას.
შესანიშნავი ბრიტანული სერიალი, სადაც რეალურად და მკაფიოდაა ასახული ლონდონის ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციების ,,ბინძური” შიდა სამზარეულო, ყოველგვარი პათოსის და რომანტიზმის გარეშე.