რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მშიფრავი (Cypher)

მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრებისგან დაღლილი მორგან სალივანი ადვილად თანხმდება მძლავრი კორპორაციის (დიჯიკორპის) სასარგებლოდ შპიონაჟზე. იგი ახალ სახელს იღებს. მისი დავალება მარტივია: საიდუმლო მოწყობილობის საშუალებით ტრანსლირება უნდა გაუკეთოს კონკურენტების გამოსვლას კონვენციებზე. უცნაური ტკივილის მიუხედავად თავის არეში, იგი სიამოვნებას იღებს მისი ფარული ცხოვრებით, სანამ იდუმალებით მოცულ რიტას არ შეხვდება, რომელიც ცვლის მის წარმოდგენას ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება…

ვინჩენცო ნატალის ფანტასტიკური თრილერი-პაზლი, რომელიც ნელ-ნელა იკვრება და როცა ფინალში იგი შეიკვრება, მაყურებელი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩება.

მშიფრავი (Cypher)
რეჟისორი: ვინჩენცო ნატალი
2002წ. (აშშ)
Cypher (2002) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
კლასგარეშე (Extracurricular)

კლასგარეშე (Extracurricular)

უფროსკლასელი ჯი სუ პედაგოგების სიმპათიით და საყოველთაო ყურადღებით სარგებლობს

შემდეგი
მკვლელი სიტყვები (Palabras encadenadas)

მკვლელი სიტყვები (Palabras encadenadas)

მანიაკისა და მისი მსხვერპლის სიკვდილ-სიცოცხლის თამაში

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share