კრისტი, კორუმპირებული პოლიციელი ნარკოტიკებთან მებრძოლი განყოფილებიდან, გამოუვალ მდგომარეობაშია. ,,საბედისწერო” ქალის უეცარი სტუმრობა მის მოკრძალებულ ბინაში, სადაც ყველა სიკეთესთან ერთად სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, ცვლის მისი ცხოვრების განრიგს.
ქალი სთავაზობს წინადადებას, რომელზეც მას უარის თქმა არ შეუძლია. კრისტი უნდა წავიდეს კანარის კუნძულებზე, სადაც სტვენის ხელოვნებას უნდა დაეუფლოს, რომელიც დაეხმარება მას დაკითხვის იზოლატორში მყოფი დამნაშავის დახსნაში. ამ თავხედური გეგმის საფასური იმდენად მაღალია, კრისტი ყველაფერს დათმობს, ოღონდ საწადელს მიაღწიოს…
ერთ ერთი ყველაზე უცნაური ფილმი 2019 წლის კანის ფესტივალისა.
საუცხოო კრიმინალური დრამა ნუარის ელემენტებითა და ნაციონალური კოლორიტით. რეჟისორი კორნელიუ პორუმბოიუ, რუმინული ,,ახალი ტალღის” თვალსაჩინო წარმომადგენელი, საოცარი სიმსუბუქით და თავისებური ირონიით გვიყვება ისტორიას, რომელიც გულგრილს არ დატოვებს ევროპული კინოს ჭეშმარიტ მოყვარულებს.