დანიური პოლიცია იძიებს შვედი ჟურნალისტის გაუჩინაურებას. რეალურ ამბებზე დაყრდნობით გადაღებული სკანდინავიური ნუარ-სერიალი.
2017 წლის აგვისტო ტრაგიკული აღმოჩნდა შვედი ჟურნალისტი ქალის- კიმ ვალისათვის. უფროსობა მორიგი დავალებით აგზავნის მას დანიაში, სადაც თვითნაკეთი წყალქვეშა გემის ამწყობი, ნიჭიერი ინჟინერი პეტერ მადსენი ცხოვრობს. ბორტზე ასვლის შემდეგ მომხიბვლელი კიმი უჩინარდება.
პეტერის თქმით გემი ჩაიძირა და მხოლოდ იგი გადარჩა, ხოლო სტუმარი მან კოპენჰაგენში, უფრო ზუსტად ნახევარკუნძულ- რაფსხადენის პორტში ჩამოსვა. ფაქტია, დანიელი ინჟინერი- სახლში დაბრუნდა, ჟურნალისტი- ვერა. კოპენჰაგენის პოლიცია გამოძიებას იწყებს…