მაღლა და ქვემოთ (Tengoku to jigoku) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მაღლა და ქვემოთ (Tengoku to jigoku)

ყოველ ადამიანშია სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. და ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება ამ ორის გავლა შეიძლება ნებისმიერს მოუწიოს, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა. 58 წლის შემდეგაც კი აკირა კუროსავას ,,მაღლა და ქვემოთ” იგივენაირად დაგვაფიქრებს ადამიანის შინაგან ბუნებაზე და სოციალურ უთანასწორობაზე როგორც მაშინ, როცა ეს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა.

ფეხსაცმლის ფაბრიკის მფლობელს და წარმატებულ ბიზნესმენს, გონდოს ტელეფონზე გამტაცებელი ურეკავს და შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს. გონდო თანახმაა გადაიხადოს გამოსასყიდი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ გამტაცებელმა შეცდომით გონდოს მძღოლის შვილი გაიტაცა. გონდო ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგება: გადაიხადოს სხვის შვილში თანხა და ამით გააკოტროს ბიზნესი თუ უარი თქვას გამოსასყიდის გადახდაზე და ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდოს?

არ შეიძლება არ აღფრთოვანდე ამ ფილმის საოცარი სიზუსტით დაყენებული კადრებით, ყოვლგვარ ზედმეტს მოკლებული დიალოგებით და მსახიობების, განსაკუთრებით კი ტოსირო მიფუნეს უნაკლო თამაშით.

მაღლა და ქვემოთ (Tengoku to jigoku)
რეჟისორი: აკირა კუროსავა
1963წ. (იაპონია)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ოლეგი (Oleg)

ოლეგი (Oleg)

,,გასთარბაითერების” ბედი ევროპაში

შემდეგი
ტურისტას (Turistas)

ტურისტას (Turistas)

ბრაზილიის პლაჟები, ახალგაზრდა სიმპატიური ტურისტები, გარუჯული ნახევრადშიშველი და

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share