სერიალი ომის საშინელებებზე, ტეორიზმზე და უშეღავათო ბრძოლაზე ქურთებს, დასავლეთის სპეცსამსახურებს და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის.
ანტუანი- ინჟინერია პარიზიდან, რომლის და ორი წლის წინ ქაიროში მომხდარ ტერაქტს შეეწირა. მისი ოჯახი ჯერ კიდევ ვერ შეგუებია ამ ტრაგედიას. ანტუანის განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს ტელევიზორში შემთხვევით ნანახი კადრები, სადაც იგი თითქოს თავის დას ამოიცნობს. იგი გადაწყვეტს სიმართლის გასარკვევად სირიაში გაემგზავროს, სადაც ქურთი მებრძოლი ქალების დაჯგუფებას შეუერთდება, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. ასე აღმოჩნდება ანტუანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორისტებს, ანარქისტებსა და ჯაშუშებს შორის.