ფრანგული კომედია დახვეწილი ფრანგული იუმორით, რომელშიც აკურატულად სოციალური პრობლემებია ჩაქსოვილი.
მსხვილ ფრანგ ბიზნესმენს- ფრანსის ბარტეკს საქმეები კარგად მისდის, თუმცა მილიარდერი თავისი შვილებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
ისინი ფუფუნებაში გაიზარდნენ და აბსოლუტურად ჩამოკიდებულები არიან მამის ფინანსებს. ხვდება რა, რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება, ფრანსისი ავანტიურაზე მიდის, რათა მის თავნება შვილებს ჭკუა ასწავლოს. გაითამაშებს რა ,,დადგმულ სპექტაკლს”, ის არწმუნებს თავის მემკვიდრეებს, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ და მარსელში უნდა გაიქცნენ, სადაც სიტუაციის ჩაწყნარებამდე თვალში არავის მოხვდნენ. მხოლოდ ერთი პირობით: არავითარი საბანკო ბარათები და ტელეფონები. თავი რომ როგორმე გაიტანოს, ოჯახობა იძულებულია სამუშაო ძებნა დაიწყოს…