კვებეკელი დაქირავებული მკვლელის აღსარება ლიუკ პიკარდის რეჟისურითა და მისივე შესრულებით.
სისხლის გუბე, დაცხრილული ხალხი ,,სენტ-ადელის” ბარში, მოქვითინე ქალები – ესეთია ფილმის შესავალი, რომელიც კანადის ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული დაქირავებული მკვლელის ჯერალდ გალანტის ისტორიას გვაცნობს. სამწუხაროდ, ყოველ ქვეყანას ჰყავს ამ საქმის ,,გამოჩენილი სპეციალისტები” და კანადის შემთხვევაში გალანტს ბადალი არ ჰყავდა ამაში: 27 მკვლელობა და 12 მკვლელობის მცდელობა ოცდახუთი წლის განმავლობაში.
ბავშვობაში მოკრძალებული და შეუმჩნეველი, იგი ერთი მეორეს და თანაც შესაშური გულმოდგინებით სიცოცხლეს ასალმებდა ,,ვესთენდის ბანდის” მოწინააღმდეგებს, მისი ბოსების მითითებით. სამართალდამცავების ხელში მოხვედრილი იგი იწყებს მისი კრიმინალური კარიერის სისხლიანი საფეხურების გახსენებას…