კაკუნი კარზე (Knock at the Cabin) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

კაკუნი კარზე (Knock at the Cabin)

მ ნაით შამალანის სააგარაკო სახლში დატრიალებული აპოკალიპტური თრილერი.

გეი წყვილს, რომელსაც პატარა გოგონა ჰყავთ ნაშვილები, მათ ქალაქგარე სახლში უცნაური სტუმრები ,,ესტუმრებიან”. სახლში შეჭრის შემდეგ დაუპატიჟებელი ოთხეული ცდილობს დაარწმუნოს წყვილი, რომ მხოლოდ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული სამყაროს ბედ-იღბალი. ერიკი და ენდრიუ მათ ფსიქოპატებად თვლიან და ცდილობენ მათი საშინელი მოთხოვნის თავიდან როგორმე აცილებას…

მოულოდნელი ფინალების და აპოკალიფსის დიდოსტატი მ ნაით შალამანი ჩვეულ ამპულას არ ღალატობს და ახალ ფილმშიც ახალ თავსატეხს უჩენს მაყურებელს. ამჯერად მან აპოკალიფსის თემაზე შექმნილი პოლ გ. ტრემბელის რომანი აირჩია, ოღონდ ფინალი თავისებურად გადააკეთა. 

შამალანის თითქმის არცერთ ფილმს (გამონაკლისი მხოლოდ ,,გოგონა წყლიდანაა” ), მიუხედავად კრიტიკოსების მხრიდან მათი არაერთგვაროვანი შეფასებისა, ჩავარდნა არ ჰქონია და ბევრი მათგანი კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა. სტუდიებს კი ესეთი რეჟისორები უყვართ, მათ ენდობიან. ამიტომ ის არც ჟანრობრივ ექსპერიმენტებს წყვეტს, არც მაყურებელს აწყენს და მუდმივად ,,სასპენსში” ამყოფებს. მისი ნამუშევრები მინიმუმ ახალ ინტრიგას, რაღაც სიახლეს გვპირდება, ეს კი საკმარისიაა იმისთვის, რომ კარგად მოვკალათდეთ და მისი ახალი ფილმი არ გამოვტოვოთ.

კაკუნი კარზე (Knock at the Cabin)
რეჟისორი: ნაით მ შამალანი
2023წ. (აშშ)

40/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
‘Behold’ by Sir Ridley Scott

‘Behold’ by Sir Ridley Scott

| რიდლი სკოტის მოკლემეტრაჟიანი ფილმი

შემდეგი
Run Lola Run

Run Lola Run

ნაწყვეტი ტომ ტიკვერის 1998 წლის საკულტო ფილმიდან Run Lola Run

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share