როცა ბოროტება იმალება (When Evil Lurks) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

როცა ბოროტება იმალება (When Evil Lurks)

სიბნელე ჩამოდგა პატარა ქალაქში.

დემიან რუგნა გვთავაზობს ახალ ჰორორ ფილმს, კერძოდ კი არგენტინიდან, ბოროტი სულებისა და ეშმაკების თემატიკაზე. მანამდე დემიანს 2017-ში გადაღებული ჰქონდა Terrified, რომელიც დაახლოებით მსგავს, ოღონდ პარანორმალურ თემატიკაზე იყო. When Evil Lurks” მისი მეორე სრულემეტრაჟიანი ნამუშევარია, თუ რათქმაუნდა არ ჩავთვლით 2022 წლის ჰორორ ანტოლოგიას ან ალმანახს – “Satanic Hispanics”, სადაც სხვა რეჟისორებთან ერთად, დემიანსაც ეკუთვნის ერთ-ერთი ისტორია.

“When Evil Lurks” სულაც არ ცდილობს ახალი სიტყვის თქმას ან რაიმე ახლის შემოტანას უკვე მრავალჯერ ნათქვამ და ნანახ თემატიკაზე, ზემოაღნიშნულ ჟანრში, თუმცა რეჟისორი ოსტატურად ახერხებს აუდიტორიის “შეკავებას” საათისა და 40 წუთის განმავლობაში თავისი მომნუსხველი და საშიში ატმოსფეროთი. ფილმი დაწყებისთანავე მიდის როგორც აწყვეტილი გიჟი, “ავლებს კლანჭებს” მაყურებელს და არ უშვებს, სანამ ფინიშის ხაზს არ მიაღწევს.

უნდა აღინიშნოს ისიც რომ, თუკი მსგავსი თემატიკის – ეშმაკების, შეპყრობების, დემონურ ფილმები სავსეა ხოლმე ე.წ. screamer/jumpscare-ებით, აქ მსგავს მარტივ, ზარმაც “ილეთებს” ვერ შეხვდებით. პირიქით, ბოროტი აურა ეფექტურად ცდილობს შეგვაშინოს, განსაკუთრებით კი ორი მთავარი გმირი, ძმები – პედრო და ჯიმი, რომლებიც ფაქტიურად უძლურნი არიან ამ ბოროტი ძალის წინააღმდეგ. ჯიუტები, სასოწარკვეთილნი, გადაარჩინონ თავიანთი ძვირფასი ადამიანები, გაუაზრებელი, საშინელი შეცდომებისდა მიუხედავად, რაც ცხადია უფრო აუარესებს სიტუაციას, რომელსაც შემდგომ – სიკვდილი და სისხლისღვრა მოჰყვება. უცნაურია, მაგრამ მარტივი სიუჟეტის გათვალისწინებით, სადაც პატარა, ადგილობრივი სოფლის მაცხოვრებლები აღმოაჩენენ, რომ მათ შორის დემონი ცდილობს დაბადებს, ისინი უიმედოდ ცდილობენ გაქცევას, მაგრამ შეიძლება უკვე გვიანი იყოს – ფილმი თითქოს გზა-და-გზა ჰქმნის ისტორიას, რაღაც უსასრულო კოშმარულ მოგზაურობას.

“When Evil Lurks” ოპერირებს ჭკვიანური პრინციპით – “show don’t tell”, სადაც ფილმი არ ცდილობს ზედმეტად გადაამლაშოს სიუჟეტი, დაიწყოს იმის ახსნა თუ საიდან მოდის ეს დემონი, გაგვაცნოს მისი მითოლოგია ან გაანალიზოს, არა – სამაგიეროდ ვაკვირდებით როგორ იტანჯებიან მთავარი გმირები, ვუსმენთ შვიდ მთავარ წესს, რათა დაიცვან საკუთარი თავი შეპყრობისგან. ამ წესებს კი კიდევ ერთი პერსონაჟი, ვინმე ადგილობრივი მედიუმი/ექიმბაში – მარია გვამცნობს, მაგრამ რათქმაუნდა ძმები ამ ყველაფერს დააიგნორებენ, ვინაიდან ამოუცნობი ბოროტების საფრთხე, შიში ბევრად უფრო ძლიერია მათზე, რის გამოც – ადვილად საკონტროლებლები ხდებიან მენტალურად.

პოზიტივების გარდა, რა საკვირველია, ფილმს აქვს ე.წ. პაწაწინა ხარვეზები, როგორიცაა ცოტათი ცუდი CGI სცენები აქა-იქ, მაგალითად ნაჯახის სახეში დარტყმის სცენა, ან ძაღლის და პატარა ბავშვის ბრუტალური სცენა, თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ რამდენად სასტიკი, საშიში და სისხლიანი მომენტებითაა აღსავსე ორივე სცენა, მაშინ ეს მინუსები – პატიებადია, მთლიან სურათს დიდად არ აფუჭებს. აქვე, შეილება თვალიც კი დავხუჭოთ მსახიობთა თამაშზეც კი, რომლის მსგავსი ალბათ ბრაზილიურ სერიალებში გექნებათ ნანახი. CGI-ზე საუბრისას კი, არ შეიძლება არ ავღნიშნოთ – გახსნითი სცენა, სადაც ძმებს, როგორც კი იმ სახლში შევლენ სადაც ეს “ბოროტება” განისვენებს, ჯერ კიდევ ცოცხალი, საზიზღრად კარგად არის გაკეთებული – გაბერილი, მსუქანი არსება, ამაზრზენი ატმოსფეროთი. აქ ასევე შეხვდებით პატარა ბავშვების სექტას, ზომბი-კანიბალებს, შეპყრობილ ცხოველებს და ა.შ. სავსე სისასტიკით, ბრუტალიზმით და ბევრი სისხლით. ადგილობრივი სოფლის სეტინგზე, სადაც იგივე ამოუცნობი ბოროტება ატყდება თავს და უმოწყალოდ ატერორებს მობინადრეებს, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ერთ-ერთი ცნობილი 2016 წლის კორეული საშინელებათა ფილმი – “The Wailing”, სადაც მსგავსად ვხვდებით დემონებს, ეშმაკებს და შეპყრობათა რიტუალებს, სავსე შემზარავი ვიზუალებითა და დამაჯერებელი თხრობის სტილით.

დღის ბოლოს, “When Evil Lurks” ჰორორ ფილმთა ჟანრში, სასიამოვნო სიურპრიზია, კრეატიულად გაკეთებული, არც თუ ისე ორიგინალური სიუჟეტით, უკვე მრავალჯერ ნათქვამ სუბჟანრში (პატარა სოფლის დაწიოკება სულებით ან დემონებით). კინო ოსტატურად ახერხებს მოგვაწოდოს მღელვარება, შიში, ზიზღი, შემზარავი სცენებით, რომლის კულმინაცია გვირგვინდება – უიმედო, დამღუპველი ფინალით, რაც თავზარს სცემს მთავარ გმირს. მართალია, ოდნავ მიახლოვებული მოცემულობით 2023 წელმა გაგვანებივრა ისეთი ფილმებით როგორიცაა “Evil Dead Rise”, “Talk To Me” ან სულაც “Suitable Flesh”, მაგრამ თუკი “When Evil Lurks”-ს მისცემთ მცირეოდან შანსს, იმედგაცრუებელი არ დარჩებით.

როცა ბოროტება იმალება (When Evil Lurks)
რეჟისორი: დემიან რუგნა
2023წ. (არგენტინა, აშშ)

ხანგრძლივობა: 1 საათი 39 წუთი

75/100
ჩვენი შეფასება

Total
0
Shares
წინა
The Girl with the Dragon Tattoo – Title Sequence and Chase Scene

The Girl with the Dragon Tattoo – Title Sequence and Chase Scene

| ნაწყვეტი დევიდ ფინჩერის ფილმიდან - 'The Girl with the Dragon Tattoo'

შემდეგი
ნაპოლეონი (Napoleon)

ნაპოლეონი (Napoleon)

| ძალა, ვნება და ამბიციის ფასი: ნაპოლეონის იმპერატორობისა და რომანტიკის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share