ყოფილი პოლიციელი, ამჟამად კი სუტენიორი ჩუნ-ხო ამჩნევს, რომ მასთან მომუშავე გოგონები ნელ-ნელა ქრებიან. მორიგ შემოსულ გამოძახებაზე არავინაა თავისუფალი, ამიტომ იგი კლიენტთან ისედაც შეუძლოდ მყოფ ახლგაზრდა გოგოს უშვებს, რომელსაც სახლში ხუთი წლის შვილი ელოდება. და ისიც უჩინარდება.
ჩუნ-ხო გადაწყვიტავს, რომ მის გოგონებს ვიღაც იბირებს და იწყებს ტელეფონის ნომრების შემოწმებას, საიდანაც გამოძახებაა შემოსული. აღმოჩნდება ყველა დაკარგული გოგონა ერთი და იგივე კლ