რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

უადგილო ადამიანი (Den brysomme mannen)

შუახნის მამაკაცი, ანდრეასი უჩვეულო შემთხვევის წყალობით აღმოჩნდება უცნაურ ქალაქში, სადაც ერთი შეხედვით აბსოლუტური იდილიაა. ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სიტყვა ,,პრობლემა” საერთოდ უცხოა, ყოველი მათგანი დასაქმებული და საკმაოდ შეძლებულია, ქუჩებში კი შესაშური სისუფთავე და საოცარი სიმშვიდეა. ანდრეას სამსახურში იღებენ და აქტიურად რთავენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამსახურში რომანს გააბამს და მისი ახალი მეგობარი გოგონა სთხოვს მასთან გადავიდეს საცხოვრებლად. მისი უშუალო უფროსი სამსახურში ყოველთვის მზადაა დაეხმაროს რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

თითქოს ანდრეასი იდეალური ცხოვრებისთვის განკუთვნილ იდეალურ ადგილას მოხვდა და ამ იდეალური საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეს. მაგრამ მას ეს ყველაფერი არ აწყობს, პირიქით აღიზიანებს და ცდილობს თავი დააღწიოს ამ სტერილურ სამყაროს, სადაც ემოციები ყოფითმა პრიორიტეტებმა შთანთქა. სკანდინავიური საავტორო კინოს გამორჩეული ნიმუში, სადაც თანამედროვე უზრუნველყოფილი საზოგადოების უსულგულობა და ემოციურობის დეფიციტი ძალზედ საინტერესო კუთხით და ხერხითაა ნაჩვენები

უადგილო ადამიანი (Den brysomme mannen),
რეჟისორი: იენს ლიენი. 2006
(ნორვეგია, ისლანდია).
 Den brysomme mannen (2006) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ცხრა დედოფალი (Nine Queens)

ცხრა დედოფალი (Nine Queens)

ერთ მშვენიერ დილას მარკუსი და ხუანი შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს

შემდეგი
მდევარი (The Chaser)

მდევარი (The Chaser)

ყოფილი პოლიციელი, ამჟამად კი სუტენიორი ჩუნ-ხო ამჩნევს, რომ მასთან მომუშავე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share