ყოფილი ბოქსიორი და ნარკოდილერი ბრედლი თომასი ცდილობს თავი გაანებოს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ შემთხვევა უკან ითრევს. იგი საქმეში ჩავარდება და 7 წელს მიუსჯიან. და ეს იმ დროს როცა მისი მეუღლე ორსულადაა. ამას ემატება ისიც რომ, ციხის პაემანზე გამოცხადებული გაუგებარი ტიპი აშანტაჟებს ბრედლის ჯერ არ დაბადებული ბავშვით და უბრძანებს საგანგებო რეჟიმის ციხის 99-ე ბლოკის პატიმარი გაასაღოს.
ზალერის ამ ფილმის სიუჟეტი მარტივია როგორც 8-ბითიანი ვიდეო თამაში განსაზღვრული ლოკაცია, მისია, მტრები და ბოსი. თუმცა ეს ფილმის მთავარ გმირს და დაძაბულობას ვერაფერს აკლებს. ზალერი თავის მანერაში, დემონსტრაციულად წარმოგვიდგენს ციხის სასტიკ ცხოვრებას და ძვლების მტვრევის გაკვეთილებს, ვინს ვონის თაოსნობით, რომელიც ფილმისთვის ფიზიკურად საკმაოდ სერიოზულად მოემზადა (3-თვიანი ბოქსის გაკვეთილები და 7 კგ მომატებული კუნთის მასა).