ფილმის დასაწყისი ,,ოპტიმისტურად” განგვაწყობს. ცხოვრების სიმძიმისგან გათელილი პოლიციელი მეთოდურად კლავს თავის ცოლს, საკუთარ ძაღლს, შემდგომ კი თავსაც იკლავს. შემდეგ კადრში ბორკილებდადებული მამაკაცი მეუღლეს უკანასკნელ თხოვნას უსრულებს და სიცოცხლეს საკუთარი ხელებით გამოასალმებს.
და ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდგომ კადრებში გვამების რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება და გაიზრდება. ყოველგვარი შესავლის და პრელუდიის გარეშე ოლივიე მარშალი გადადის მენიუს მთავარ კერძზე – დაპირისპირებაზე პოლიციელებსა და დამნაშავეებს შორის. მაგრამ არანაირად სიკეთესა და ბოროტებას შორის. რადგან მარშალის ფილმებში პოლიციელები სულაც არ არიან იდეალურები..