არის მომენტები, როცა ბედი გიწყობს გამოცდას, რომლისგანაც ესე ადვილად ვეღარ განთავისუფლდები.
შეყვარებული წყვილი ამერიკიდან, ალექსი და ნიკი, რომელთაც მოგზაურობის საკმაო გამოცდილება აქვთ, ქირაობენ ადგილობრივ გიდს- დათოს, რათა საქართველოს მთების სილამაზე მოინახულონ. მთებში აუჩქარებელი ხეტიალისას ისინი შეხვდებიან ადგილობრივებს. ეს შეხვედრა შეცვლის მათ დამოკიდებულებას ერთმანეთის და საკუთარი თავის მიმართ…
რეჟისორმა ჯულია ლოკტევამ ადამიანების შინაგანი ბუნების და ქვეცნობიერის წარმოსაჩენად საქართველო და კონკრეტულად სვანეთის მთები აარჩია, სადაც ადამიანი სრულიად შიშველია მისი მომნუსხველი იდუმალების წინაშე. მის მიერ შეკრებილმა ინტერნაციონალურმა კინო ჯგუფმა: მექსიკელმა მეგა ვარკვლავმა- გაელ გარსია ბერნალმა, ჟღალთმიანმა და საოცრად ორგანულმა ჰანი ფიუსტენბერგმა-ისრაელიდან, პროფესიონალმა ქართველმა ალპინისტმა- ბიძინა გუჯაბიძემ და ჩილელმა ოპერატორმა ინტი ბრიონესმა- ზუსტად შეძლეს იმ ატმოსფეროს და შინაგანი განცდების გადმოცემა, რაც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული.