აბდელატიფ კეშიშის- ,,ადელის ცხოვრება” და ბრაიან დე პალმას- ,,ქერის” სკანდინავიური მიქსი.
თელმა ოსლოს უნივერსიტეტში იწყებს სწავლას და პირველად აღმოჩნდება ,,მორწმუნე” მშობლებისგან მოწყვეტილი, რომლებიც აკონტროლებენ ყოველ მის ნაბიჯს. იგი არ სვამს, არ ეწევა და საერთოდ ცდილობს უცოდველად იცხოვრობს, სანამ მის კურსელ, მომხიბლავ ანიას არ გაიცნობს, რომლის მიმართ აშკარად ლტოლვას განიცდის. ეს მის აღზრდასთან და მორალთან არ თავსდება. თელმას თანდათან მზარდი შინაგანი კონფლიქტი გამოიხატება თითქოს არსაიდან წარმოქმნილ უცნაურ ეპილეპსიურ ვარდნებში, რომლის გამოკვლევამ შეიძლება საშინელ საიდუმლოს ახადოს ფარდა…
იოაკიმ ტრიერის სკანდინავიურად ცივი და სიმბოლოებით სავსე თრილერი-თავსატეხი, რომლის პასუხები ფილმშია მიმობნეული.