,,იგი 19 წლისაა. მის წინააღმდეგ მთელი სამყაროა. მაგრამ მალიკი მზადაა ეს სამყარო დაიპყროს”- ეს სლოგანი ჟაკ ოდიარის ორსაათნახევრიან კრიმინალურ დრამას ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს კანის ფესტივალზე ჟიურის გრან-პრი დაიმსახურა.
ახალგაზრდა და გამოუცდელი მალიკ ელ ჯებენა ციხეში ხვდება, სადაც ციხის კანონებთან პირველად უხდება შეხება. მან არც წერა იცის, არც კითხვა და არც ნაცნობები ყავს ამ სასტიკ სამყაროში. ყველაფერი იცვლება როცა კორსიკელების ბანდის ლიდერი- ლუჩანო გადაწყვიტავს დაავლოს მას სარისკო საქმეები. ნებისმიერი გატყდებოდა ამ საქმეების და კორსიკელების წნეხის ქვეშ, მაგრამ მალიკს გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს- გადარჩეს და თავისი გეგმა ბოლომდე მიიყვანოს…