რეი შუსმიტის ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, საშუალო სტატისტიკური მოქალაქესავით ცხოვრობს და პრობლემებიც თითქოს საშუალო სტატისტიკური აქვს. კვირაში ერთხელ შეუძლია თავის ყოფილს მიაკითხოს, თავისი პატარა გოგონა წამოიყვანოს, რომ მთელი დღით მასთან ერთად ატრაქციონების პარკში გაატაროს.
ამის პარალელურად იგი ანონიმური კლუბის წევრია, სადაც ადამიანები ერთმანეთს თავიანთ პრობლემებზე ესაუბრებიან, თუმცა რეი არც აქ გამოირჩევა დიდი გულახდილობით. რეი რაღაცას მალავს. იგი სხვა კლუბის წევრიცაა.
მისი ნამდვილი საქმიანობა პრობლემების მოგვარებაა, სადაც იარაღი, ძალადობა, მკვლელობა ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენაა და ამაში რეის ქარიზმატულობა ყველას და ყველაფერს აჭარბებს.
ნახეთ პრობლემების მოგვარების რეისეული რეცეპტი ავსტრალიურ კრიმინალურ სერიალში ,,Mr. Inbetween” (შუამავალი)..
მისი ნამდვილი საქმიანობა პრობლემების მოგვარებაა, სადაც იარაღი, ძალადობა, მკვლელობა ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენაა