გოგონა ბრუნდება სახლში გვიან ღამით. (A Girl Walks Home Alone at Night) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გოგონა ბრუნდება სახლში გვიან ღამით. (A Girl Walks Home Alone at Night)

შავ-თეთრი ფილმი გოგონაზე, რომელიც სიურრეალისტურ აღმოსავლურ ქვეყანაში ცხოვრობს, სკეიტბორდზე ,,კატაობს” და ღამღამობით ცუდი კაცების სისხლს სვამს.

გოგონა ბრუნდება სახლში გვიან ღამით მარტო. მას არ ეშინია. პირიქით მისი ეშინიათ. იგი ვამპირია. ჰიჯაბში გამოწყობილი ვამპირი, რომელმაც შური უნდა იძიოს ნარკოტიკებში და სექსიზმში ჩაძირულ მამაკაცებზე, რომლებიც მონოქრონულ ,,ბედ-სითის” ინდუსტრიალურ იდილიას არღვევენ მათი აქ ყოფნით. თუმცა ესეთ გარყვნილ, დამნაშავეებით სავსე ქალაქსაც კი ჰყავს თავისი ,,ჯეიმს დინი”, რომლის შეხვედრა გოგონასთან სხვა რომანტიულ ხაზს გააჩენს ამ ისტორიაში.

ანა ლილი ამირპურის ფილმი ერთგვარია გამოძახილია და ფორმით თითქოს წააგავს როდრიგესის ,,ცოდვათა ქალაქს” , ხოლო ხასიათით ჯარმუშის ,,მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიანს”, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული რადიკალური ფემინიზმით. ფილმში აღწერილი შავ-თეთრი და პირქუში ქალაქი რეჟისორის სატირაა მის ისტორიულ სამშობლო-ირანზე, პოსტრევოლუციურ თეირანზე.

გოგონა ბრუნდება სახლში გვიან ღამით.
(A Girl Walks Home Alone at Night)
რეჟისორი: ანა ლილი ამირპური
2014წ. (აშშ)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ახლო მტრები (Frères ennemis)

ახლო მტრები (Frères ennemis)

ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომის ნომინანტი, საოცარი მუხტის და

შემდეგი
13 მცნება (13 Geboden)

13 მცნება (13 Geboden)

ბელგიური დეტექტიური სერიალი რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ სერიულ მკვლელზე,

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share