,,ახალი წესრიგის” რეჟისორის-მიშელ ფრანკოს დრამა დაღლილ ადამიანზე.
ბრიტანელი ნილი, მისი და- ელისი, მისი დისშვილები აკაპულკოს (მექსიკა) ძვირადღირებულ სასტუმროში ისვენებენ, როცა დედის გარდაცვალების ცნობა მოდის. უეცრად შეწყვეტილი დასვენება, ტაქსით აეროპორტში გამგზავრება, სახლში დასაბრუნებელი რეისის ბილეთები და უეცრად ნილი აღმოაჩენს, რომ პასპორტი სასტუმროში დარჩა. დას და დისშვილებს პირველივე რეისით ლონდონში უშვებს, თვითონ კი ტაქსში ჯდება და უკან ბრუნდება…
იწყება მარტოსული ადამიანის მზით გათანგული პლაჟებზე ხეტიალი და რაღაცის ძიება…
რა სჭირს ამ ფლეგმატურ უცნაურ ადამიანს?
ფილმის მთავარი კითხვაც არის და სიუჟეტური ინტრიგაც, რომელიც ფილმის ბოლომდე სრულად არ გაიხსნება, თუმცა რეჟისორი მცირე დოზებით, ნაწილ-ნაწილ მაინც გვაწვდის მთავარ გმირებზე იმ ინფორმაციას, რომელზე მსჯელობით შეიძლება ბევრ რამეზე თვალი აგვეხილოს. თვალის დევნების და სიუჟეტური კვანძების ამოხსნის პროცესს კი აკაპულკოს შეუდარებლი პლაჟები და ტიმ როთის სამსახიობო გენია გაცილებით საინტერესოს ხდის.